top of page
ESOX fishing shop logo

ჩვენს შესახებ

შპს „ესოქს“ არის სათევზაო, სანადირო და სალაშქრო აქსესუარების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სანდო პარტნიორებთან ჩინეთში, ბელორუსიასა და პოლონეთში, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს როგორც საბითუმო დისტრიბუციას კომერციული პარტნიორებისთვის, ასევე საცალო ვაჭრობას ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის.
 

ჩვენი მიზანია პროფესიონალ და მოყვარულ მეთევზეებს, მონადირეებსა და ლაშქრობის მოყვარულებს შევუქმნათ კომფორტული და სანდო არჩევანი ერთ სივრცეში.

შპს „ესოქს“ დაარსდა 2023 წლის 1 თებერვალს და დღემდე აქტიურად ვითარდება საქართველოს ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია ოპერირებს ორი ფილიალით თბილისში:

  • თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. №137

  • თბილისი, თემქა, ავშნის ქ. №6/137
     

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, ასორტიმენტის გაფართოებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. „ესოქს“ - თქვენი სანდო პარტნიორი აქტიური დასვენებისა და თავგადასავლებისთვის.

ESOX.jpg
Giving Back
bottom of page